უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ საქართველოში ვიზიტად მყოფი
სენატორთა დელეგაცია მიიღო.
ბოკერიამ ჯონ მაკკეინი, ჯონ ლიბერმანი და ლინსი გრეი სამუშაო ლანჩზე
მიიწვია, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საუბრის ძირითადი თემა ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, ქვეყნებს შორის
ურთიერთობების გაღრმავება, რეგიონში უსაფრთხოება და საქართველოს ოკუპირებული
რეგიონების არ აღიარება იყო.
გარდა აღნიშნულისა, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში პირველ
ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებითაც დაინტერესდნენ.
ცნობისთვის, ამერილელი სენატორები
ჯონ მაკკეინი, ჯონ ლიბერმანი და
ლინსი გრეი საქართველოში დღეს 12:00 საათისთვის ჩამოფრინდნენ. მათ უკვე გამართეს
შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან. სენატორები
საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდებიან.
internet.ge