რუსეთმა ადექვატური
ზომები უნდა მიიღოს დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც „მაგნიტსკის
სიის“ საფუძველზე რუსი ჩინოვნიკებისათვის სანქციებს აწესებენ - განაცხადა ვლადიმერ
პუტინმა და დაიმუქრა:
„ვიღაცას სურს, გააფუჭოს
რუსეთთან ურთიერთობა. ვიღაცამ სავიზო სანქციები დაუწესა ჩვენს ჩინოვნიკებს,
რომლებსაც, თითქოსდა, ბრალი მიუძღვით ბატონი მაგნიტსკის დაღუპვაში, რაზეც მე, რა
თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მაგრამ რა უნდა გააკეთოს
ასეთ შემთხვევაში რუსეთმა? მიიღოს ადექვატური ზომები, გამოაცხადოს სხვა ქვეყნების
ჩინოვნიკთა სია, ასეც გავაკეთებთ,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა დასძინა, რომ
რუსეთს საპასუხოდ არაერთი მსგავსი სიის შედგენა შეუძლია, მაგალითად იმ
ქვეყნებიდან, სადაც ციხეებში ხალხი კვდება, ან იმ ქვეყნებიდან, სადაც რუსეთისგან
განსხვავებით, სიკვდილით დასჯა კიდევ არსებობს.
Internet.ge