ნატო-ს გენერალურმა მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით,
საქართველომ მნიშვენლოვან პროგრესს მიაღწია და სერიოზული სამუშაოები ჩატარდა,
რამაც ქვეყანა ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოვა.
ამის შესახებ განცხადება, რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან
გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ნატო-ს კარი
ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრიგების კუთხით.
„საქართველო
ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას
ახორციელებთ ავღანეთში, რაც ძალიან დიდი მიღწევაა და მინდა მადლობა გითხრათ
ამისთვის. საქართველოს აქვს სურვილი იყოს უფრო მეტი ვიდერ პარტნიორი, თქვენ
გინდათ, რომ გახდეთ ნატოს წევრი და ჩვენ ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ
ქვეყანა გახდება ნატოს წევრი“,- განაცხადა რასმუსენმა.
Internet.ge