„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის
განცხადებით, ივანიშვილის დაპირება, რომ 21 აპრილს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე დააფუძნებს
პარტიას, პოლიტიკური პიარია და რეალობასთან არაფერ კავშირში არ არის.
ნათელაშვილი, როგორც საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის ავტორი, ამბობს, რომ 21 აპრილამდე გამორიცხულია ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენა პროცედურულად მოესწროს.
„ეს შეიძლება მოხდეს 21 მაისს, 21 ივნისს, მაგრამ 21 აპრილს გამორიცხულია ეს საკითხი
გადაწყდეს. საერთოდაც, მრჩება შთაბეჭდილება, არც ოლიგარქ-კრიმინალს, არც მის
კრიმინალ მეგობრებს ხელისუფლებისგან მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა არ
აინტერესებთ. მათი მიზანია საზოგადოება ჩაითრიონ დავაში, ეკუთვნის თუ არა მოქალაქეობა.
ქათამი უფრო ადრე გაჩნდა, თუ კვერცხი?
კაცს პრეტენზია აქვს ფროიდის ფილოსოფიაზე და მის ანალიტიკურ
წიაღსვლებზე, პრეტენზია აქვს
გეოპოლიტიკური სიღრმეების ცოდნაზე, ადამიანი
პრეტენზიას აცხადებს, რომ არის უჭკვიანესი პიროვნება, რომელმაც მხოლოდ ჭკუით დააგროვა
მილიარდები. ოპოზიციაში წამოსვლის წინ კი, ენანება 500 ლარი რომ გადაუხადოს
საშუალო დონის იურისტს, რათა გაარკვიოს თავის მოქალაქეობის საკითხის ნიუანსები,
რადგან შემდეგ ეს არ გახდეს საყოველთაო ეროვნული პრობლემა“- აცხადებს ნათელაშვილი.
internet.ge