ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა
„facebook”-
ის საკუთარ გვერდზე საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
ვიდეო-მიმართვაში საუბარია, სამხრეთკავკასიის
მნიშვნელობაზე.
რასმუსენი საქართველოს ნატოსთვის
მნიშვნელოვან პარტნიორს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანამ ნატოსთან
დაახლოების კუთხით კარგი მაგალითი აჩვენა.
ვიდეომიმართვაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს
წილი სამშვიდობო მისიაში. გენერალური მდივანი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტს ჰელმანდის
პროვინციაში საჯარისო ნაწილების გაგზავნისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.
„მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო
საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს. საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი
პარტნიორი და მოკავშირეა. ამ ქვეყანას ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში ჩვენს
სამშვიდობო მისიაში. შემოდგომაზე საქართველო ნატოს ყველაზე დიდი პარტნიორი გახდება
აისაპის ოპერაციაში არაწევრ ქვეყნებს შორის“,- აცხადებს ანდრეს ფოგ რასმუსენი.
რასმუსენი საქართველოში ერთ დღიანი ვიზიტით
იმყოფებოდა. ის გუშინვე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და თბილისში მიმდინარე
ამბასადორიალშიც მიიღო მონაწილეობა.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო
ნატოს წევრი აუცილებლად გახდება
internet.ge