რამდენიმე წუთის წინ ამბასადორიალს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი
დირექტორი ნიკა გილაური და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი
დიმიტრი გვინდაძე შეუერთდნენ.
როგორც გვინდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დიპლომატიური
მისიების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ორ ასპექტზე,
ესენია: ეკნომიკური დინამიკა ქვეყანაში და ჩარჩო ხელშეკრულებები, რომლებიც
ინვესტორებს აინტერესებთ. მეორე საკითხი კი, რაზეც გვინდაძე ისაუბრებს ის
საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება, რომელიც საქართველოში არსებობს.
ნიკა გილაურს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
internet.ge