ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები
გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე
„მოგწონთ თუ არა“, გამოკითხულთა 91% პატრიარქს ასახელებს, 62 %-ს ვანო მერაბიშვილი
მოსწონს, მისი მოწონების მაჩვენებელმა 7%-ით მოიმატა, მიხეილ სააკაშვილს 61%
ასახელებს, ბიძინა ივანიშვილს - 39%, მისმა რეიტინგმა 7%-ით დაიკლო.
ამავე გამოკითხვებით,
მოსახლეობის 52%-ს გიგი უგულავა, 35%-ს დავით ბაქრაძე, ბაჩო ახალაია კი, 24%-ს
მოსწონს.
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი განწყობის გამოკითხვა საქართველოში 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუს სახით
2038 ინტერვიუერი
გამოიკითხა.
შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდა და კვლევის ცდომილება პლიუს-მინუს
3%-ია.
internet.ge