კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას, რომელიც მიხედვითაც
საქართველოში ჩამოსულ სენატორებს საქარველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელის
გაგონებაც არ სურდათ, სამშობლოში გამგზავრებამდე სენატორი ჯონ მაკკეინი და ჯონ
ლიბერმანი გამოეხმაურნენ.
როგორც მაკკეინმა თბილისის აეროპორტში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან
გუშინ გამართულ შეხვედრაზე მსგავსი არაფერი უთქვამს.
„ამის შესახებ არაფერი ვიცი“- განაცხადა მაკკეინმა.
რაც შეეხება, სენატორ ლიბერმანს, მისი თქმით ივანიშვილის განცხადება
სიმართლეს არ შეესაბამება.
„შეხვედრაზე სააკაშვილის შესახებ მსგავსი არაფერი თქმულა, ეს სიცრუეა.
ჩვენ აქ რომელიმე პარტიის ლიდერის მხარდასაჭერად არ ვიმყოფებით. მიშა სააკაშვილს
წლებია ვიცნობ, ვმუშაობ მასთან ერთად, ვხედავ ტრანსპორმაციას და პროგრესს
საქართველოში “,- განაცხადა სენატორმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქარელში მოსახლეობასთან აღნიშნა, სენატორებს,
მიხეილ სააკაშვილის გვარის გაგონებაც არ სურდათ.
„ყველამ ყველაფერი იცის რა კაცთან გვიწევს ურთიერთობა. გარწმუნებთ,
რომ მის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან. მაკკეინს, რომელსაც სააკაშვილი საკუთარ
მეგობრად მოიხსენიებდა მისი გვარის გაგონებაც არ სურდა“,- განაცხადა ბიძინა
ივანიშვილმა.
internet.ge