GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მერაბიშვილის გაპრემიერებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 32% მიესალმება
15:41 07.09.2012
დღის სიახლეები

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ კვლევაში რიგ საკითხებთან მიმართებაში, რესპონდენტები მმართველი გუნდისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად არიან დაყოფილნი.

კითხვას - „იციან თუ არა ვანო მერაბიშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის 4-წლიანი გეგმის შესახებ? – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 62% დადებითად პასუხობს, 33% კი, - უარყოფითად.

ამასთან, კითხვას - „ეთანხმებით თუ არა ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას“? – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 87% დადებითად პასუხობს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 32% მერაბიშვილის გაპრემიერებას მიესალმება.

ასევე, კითხვას  - „ბოლო სამი თვის განმავლობაში იღებდით თუ არა საკმარის ინფორმაციას მედიასაშუალებებით იმ პარტიის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერთ“?
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 83% დადებით პასუხს სცემს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა -  57%.

გარდა ამისა არის კიდევ ერთი კითხვა - „27 მაისს თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა“. იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ?

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 14%  პროცენტმა ამ გეგმის შესახებ იცის, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 66 პროცენტმა.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზარი გაიხსნა1
NDI: ივანიშვილის მოწოდებაზე ქუჩაში გამოკითხულთა 16% გავა2
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა (VIDEO)3
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე აირჩიეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X