დარჩიაშვილი: ამერიკელი სენატორები საქართველოს შიდა პოლიტიკურ დებატებში არ ჩაერევიან
მმართველი
გუნდის წევრის, დავით დარჩიაშვილის
შეფასებით, ამერიკელი
სენატორების
მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები ადეკვატური იყო.
როგორც
ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა განუცხადა, ამერიკელი სენატორები და მათ შორის ჯონ მაკკეინი, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დებატებში არ ჩაერევიან.
მისი
თქმით, თუ
ვინმეს, ჯონ მაკკეინი ისეთივე დაქირავებული ფირმა ჰგონია, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი ქირაობს, ძალიან შემცდარა.
„ის სოლიდური, საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელმაც თავისუფლებაც იცის, დემოკრატიაც და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპიც კარგად აქვს გათვალისწინებული. ამერიკელი სენატორების ვიზიტიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ადგილის და იმ კურსის, რომელიც ეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციას, რეფორმების გაგრძელებას და ქვეყნის მოდერნიზაციას“, –
განაცხადა მან.
internet.ge