აქციები პოლონეთში: ქვეყნის ხელისუფლებასა და მოსკოვს კაჩინსკის სიკვდილში ადანაშაულებენ
პოლონეთში, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში
გარდაცვალების დღეს, რუსეთის საელჩოსთან დაახლოებით 700 ადამიანი შეიკრიბა. მათი
დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციასა და პოლონეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეხ კაჩინსკის
სიკვდილში ადანაშაულებს.
ანალოგიური შინაარსის აქცია ჩატარდა სახელმწიფო
დასეწებულებებთანაც. მათ შორის იმ შენობებთან, სადაც განთავსებულია ქვეყნის
პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკისა და პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის
რეზიდენციები. მიტინგები გაზეთ “Polska”-სა
და ჯგუფ “Naszość Alternative Action”-ის მიერ იყო ორგანიზებული. მათში
მოანწილეობა მიიღო დაღუპული პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელმაც
ევროკავშირისგან სმოლენსკის კატასტროფის მიზეზების დასადგენად საერთაშორისო
საგამოძიებო ჯგუფის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
Internet.ge