ამბასადორიალი 2012 დასრულდა. ქართველმა დიპლომატებმა სამდღიანი კომფერენცია დადებითად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად ნატოს
გენერალური მდივანი ანდრეს გოგ რასმუსენი თბილისში სპეციალური სტუმრის სტატუსით
იმყოფებოდა. მან 62- ზე მეტ კონსულსა და დიპლომატს სიტყვით მიმართა და ხაზგასმით
აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
ღონისძიება დეკადებისგან შედგებოდა და მასში ეკონომიკის, ფინანსთა,
საგარეო საქმეთა და სხვა მაღალი რანგის მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ბოლოს დიპლომატებმა პირველ ლედისაც უმასპინძლეს.
როგორც ამბასადორიალის შეფასებისას აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ
იაკობაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი ღონისძიება მაღალი ხარისხის იყო.
„ის, რომ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრები ამბასადორიალზე სიტყვით
გამოვიდნენ პოლიტიკური ფაქტია, რაც საქართველოს მიმართ მათ ინტერესზე
მეტყველებს“,- განაცხადა იაკობაშვილმა.
ცნობისთვის, „ამბასადორიალი 2012“ - ზე დასასწრებად საქართველოში, გარდა
ნატოს გენერალურ მდივანისა ფიჯის, არგენტინის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო
საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ.
Internet.ge