„ჩვენ ვართ ის გუნდი და ის ხალხი, რომელმაც გადმოლახა აფეთქებული ხიდი და
შემოვიდა აჭარში, რათა გაესტუმრებინა რუსეთის მონა და დაწყებულიყო აჭარაში ის
აღმშენებლობა, რომლითაც დღეს თითოეული ადამიანი ვამაყობთ“- ამ სიტყვებით მიმართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ
ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილებს.
„ჩვენ ვართ ის გუნდი, ერთმუშტად შეკრული პატრიოტებისა, რომელებსაც არ
გვეშინია დავუპირისპირდეთ ქურდებს და კრიმინალს, ჩვენ დავამარცხეთ ისინი. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ათწლეულების
განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ვიტვირთეთ და შევებძოლეთ მათ, დავამარცხეთ
უშუქობა, კორუფცია და უსამართლობა“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ბათუმში ახლა აღმშენებლობის დროა.
Internet.ge