სააკაშვილი: ვისაც ჩაზნექილი სკამები ენატრება ასეთ სკამებს სახლში მივუტანთ, ეს ეპოქა ბათუმში დასრულდა
საქართველოში და ბათუმში ჩაზნექილი სკამების ეპოქა აღარასოდეს
დაბრუნდება,- აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა ერას მოედანზე მმართველი
გუნდის ყრილობის მიმდინარეობისას გააკეთა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ბათუმის განათებით
სული დაუმახინჯეს, შუქს სახლში გამოურთავენ.
„ვისაც ჩაზნექილი სკამები ენატრება ასეთ სკამებს სახლში მივუტანთ, ეს
ეპოქა ბათუმში დასრულდა, რაც შეეხება გარე განათებებს, პირდაპირ ვეტყვი მათ, ვინც
თვლის რომ განათებებით სულის სანთელი ჩავუქრეთ - თქვენ მართლაც ბნელი სულის
ყფილხართ. ასეთ ადამიანებს თუ სურვილი აქვთ სახლში ჩავუქრობთ შუქს, ვისაც ასლანი
ენატრება იმედი უნდა გავუცრუვო - ასლანი საქართველოში ვერ დაბრუნდება.
პრეზიდენტის განცხადდებით, ბათუმი სასწაულია და ამ სასწაულის
სანახავად უცხოელთა რიგები დგას.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი საერთაშირისო უნივერსიტეტის მშენებლობასაც
შეეხო და აღნიშნა, რომ საქარველოში არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც საკუთარ
შვილს განათლებას უსახსრობის გამო ვერ მისცემს.
„მინდა რომ ბათუმი მარტო ვიტრინა არ იყოს. მინდა ის სიკეთე, რაც
თქვენთვის გვინდა ყველას ოჯახში შევიდეს. არ უნდა გვეშინოდეს ზამთრის დადგომის,
ახალი ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, აქ დასაქმების საშუალება ბათუმელებს 12
თვის მანძილზე უნდა ჰქონდეთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Internet.ge