ვანო მერაბიშვილი: სამწუხაროდ ბევრ ოჯახში ვერ შევიდა ჯერ ის განვითარება, რასაც ქვეყანამ მიაღწია
ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო
მერაბიშვილმა მიმართა. მან სპეციუალურად ყრილობისთვის მოწყობილ ტრიბუნაზე ის
ადამიანები აიყვანა ვინც ახალციხის აღმშენებლობაში და ქალაქის რეაბილიტაციაში დიდი
წვლილი შეიტანეს.
“ მე ვარ ძალიან ბედინერი, რომ ვიმყოფები ჩემს მშობლიურ ქალაქში,
გხვდებით თქვენ და აქ იმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. საქართველოში
ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ საქართველოში ძლაინ ბვერს ისევ
უჭირს. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ვერ შევიდა ჯერ ის განვითარება, რასაც ქვეყანამ
მიაღწია. ბვერი ოჯახი ვერ იკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რაც აწუხებს. სწორედ ამიტომ,
ჩვენი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა არის, რომ მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს,“-განაცახადა
პრემიერ-მინისტრმა.
Internet.ge