სააკაშვილი: ეს არის ოცნების ასრულება და არა ის, რასაც რუსეთი და მისი დამქაშები გვპირდებიან
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის
შეფასებით, რასაც ხელისუფლება ქმნის, ამას ჰქვია აღორძინება,
ნამდვილი ოცნების ასრულება და არა იმას,
რასაც რუსეთი და მისი დამქაშები ხალხს ჰპირდებიან.
როგორც ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება აშენებს ქალაქს, რომლითაც აღფრთოვანებულია ყველა და რიგია ვიზიტორების,
რომ ჩამოვიდნენ და ნახონ ის სასწაული,
რომელიც იქმნება.
„სწორედ ამას ჰქვია ბათუმის სასწაული,
საქართველოს სასწაული და ნამდვილი აღორძინება და არა იმას, რასაც ადრე გვპირდებოდნენ. ეს არის ნამდვილი ოცნების ასრულება და არა ის,
რომელსაც რუსეთი და მისი დამქაშები გვპირდებიან“, - დასძინა მან.
სააკაშვილის თქმით, რომელიმე პოლიტიკურ ღონისძიებაზე, მას ბათუმის მოედანი ასეთი სავსე არასოდროს უნახავს.
„დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება - ქუთაისში, გორში,
თელავში, იგივე ხდება ამ წუთში ამბროლაურსა და ახალციხეში. საქართველოს ვერ გატეხენ, გზას ვერ ააცდენენ, წარსულში ვეღარ დააბრუნებენ, კრიმინალს და კორუფციას უკან ვეღარ მოაბრუნებენ და ჩვენ ვეღარასდროს დაგვაბრუნებენ უშუქობის და ჩაზნექილი სკამების ეპოქაში“, - დასძინა პრეზიდენტმა.
Internet.ge