პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” და პირადად მისი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაორმაგდეს და თითოეული ქართველი გლეხი გამდიდრდეს.
ამის შესახებ განცხადება, პრემიერმა ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია გაჩნდეს სამუშაო ადგილები, რადგან დასაქმება უმთავრესია.
“თუ ქართველი გლეხი იქნება ძლიერი, მაშინ მთლიანად საქართველოც ძლიერი იქნება. ჩემი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაორმაგდეს და თითოეული ქართველი გლეხი გამდიდრდეს. საქართველოში ამ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”,- განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ასევე მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავრი პრიორიტეტი ჯანდაცვაა.
Internet.ge