თელავში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს, სადაც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლამდე პრეზიდენტი თელავში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პირადად გაესაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, თელავი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია, სადაც განსაკუთრებული აღმშენებლობა მიმდინარეობს.
სააკაშვილის თქმით, წელს უფრო მეტ ღვინოს გაიტანენ გასაყიდად, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ღვინის ფასიც გაიზრდება.
“არც ერთ ეპოქაში საქართველოში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ბოლო წლებში ეს ხდება, განსაკუთრებით მტრის ბოლო თავდასხმის შემდეგ. ჩვენ მტერს აღმშენებლობით ვუპასუხეთ, დღეს აქ უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში მნგრეველების და ქურდბაცაცების დრო აღარ დაბრუნდება.
“ვისაც უნდა საქართველო უკან დაატრიალოს არაფერი გამოუვა. მათ ბევრი დაუგროვდათ დასანგრევი და მგონია რომ ქვეყანაში არსებული ბულდოზერები მათ ამისთვის არ ეყოფათ, მაგრამ მნგრეველების და ქურდბაცაცების დრო აღარ დაბრუნდება”,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge