რუსთავის ყრილობაზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ
დაადასტურა რომ რუსეთის აგრესიაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი მეტი
აღმშენებლობა იქნება.
როგორც ქალაქის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ
სააკაშვილმა აღნიშნა, 2008 წელს რუსეთის
აგრესიის მიზანი საქართველოს
წინსვლისა და აღმშენებლობის შეჩერება იყო.
„კარგია, რომ საქართველოში ყველა შენობა მეტალურგული ქარხნის მიერ
წარმოებული რკინით შენდება. ეს დასაწყისის დასაწყისია. სწორედ ასეთი აღმშენებლობის
გამო მტერი დაგვესხა თავს, მას
აღიზიანებს ის რაც ლამაზია. ჩვენი პასუხი კი აგრესიაზე უფრო მეტი აღმშენებლობაა.
შვილებს ბევრად მაგარი საქართველო უნდა დავუტოვოთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა დღესვე ოპონენტებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის
ბრალდება თითქოს დღეს გამართულ ყრილობებზე მმართველ გუნდს მხარდამჭერები
ავტობუსებით გადაყავს სისულელეა.
„მე თვითონ ვერთმფრენით ძლივს ვასწრებ ერთი ქალაქიდან მეორეში
გადაფრენას. სისულელეა ეს განცხადება, რადგან ათი ათასობით თვითმფრივანი არ
გვყავს, ქართველ ხალხს კი ფრთები ჯერ არ ამოსვლია“,- განმარტა მიხეილ
საააკაშვილმა.
internet.ge