„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა თელავში გრძელდება,
საქართველოს
პრეზიდენტმა თელავში სიტყვით გამოსვლისას კახეთში დაგეგმილ
განსახორციელებლ პროეტქებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახტალაში და ლაგოდეხში სოფლის
მეურნეობის კუთხით ბვერი ახალი რამ კეთდება.
„სოფლის მეურნეობის კუთხით ახტალაში და ლაგოდეხში ძალიან კარგი, ახალი
რაღაცეები კეთდება, ახალი გეგმები გვაქვს თითოეულ რაიონში, ახმეტაში და თუშეთში
მიდის აღდგენითი სამუშაოები. ჩვენ ერთ კუნჭულსაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ. ყველა
ოჯახი, სოფელი და უბანი იგრძნობს, რომ მათთანაც მივიდა ხეირი იმისა, რასაც
ვაკეთებთ,“-განაცახადა პრეზიდენტმა.
„კახეთში
მევენახეობისა
და სოფლის მეურნეობის აყვავების მხოლოდ დასაწყისია და აქაურობას მალე წალკოტად ვაქცევთ. კახეთის განვითარება მთელი მსოფლიოსთვის იქნება თითით საჩვენებელი... თელავი განსაკუთრებული ქალაქია, თავმომწონე, განსაკუთრებული კულტურით,განსაკუთრებული განათლებით,განსაკუთრებული აღმშენებლობით...
ჩემთვის კახეთი არის ჩემი საყვარელი საქართველოს გული და სული, ჩვენი სახელმწიფოებრიობის
მთავარი ღერძი... და სასწაულები შეგვძლებია, მაგარი ხალხი ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ!...ვამაყობ კახეთით, ვამაყობ კახელობით, ვამაყობ თითოეული თქვენგანით“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე თელავში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოსთვის არის
ისტორიული, იმიტომ რომ გაეცა პასუხი იმ ტყუილების მორევს, რაშიც რუსეთიდან
შემოსული ასობით მილიონი დოლარი დახარჯეს.
internet.ge