კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ
გამართულ წინასაარჩევნო დებატებზე გამოუცხადებლობის მიზეზი კახეთის აქციის
დასრულების შემდეგ განმარტა.
ივანიშვილის განცხადებით, მას დებატებში მონაწილეობაზე უარი არ
უთქვამს.
"კეთილი ინებონ და რეალური დებატები გააკეთონ და მოსახლეობას
მისცენ შესაძლებლობა, ნახონ კანდიდატები და შეაფასონ რომელზე გააკეთონ არჩევანი. უნდა
გაკეთდეს რეალური დებატები და არა მოგონილი, ტვინის გამორეცხვაში რომ ჩართეს
ტელევიზიები“,- განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა: ვანო
მერაბიშვილმა, გიორგი თარგამაძემ და შალვა ნათელაშვილმა, წინასაარჩევნო პროგრამები
წარმოადგინეს. დებატებზე რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი არ გამოცხადდა.
Internet.ge