ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გუშინ საზოგადოებრივ
მაუწყებელზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს
გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პირველ არხზე ხელოვნურად დადგმული დისკუსია
გაიმართა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ აღნიშნა, მას
დებატები არ უნახავს, რადგან გადაცემის მიმდინარეობისას თელავის აქციაზე
იმყოფებოდა.
„ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი დებატებში გამოიწვია, თუმცა პრეზიდენტს
შეეშინდა და შეთავაზება არ მიიღო. გუშინდელმა დებატებმა ძალიან კომფორტულ გარემოში
ჩაიარა, რადგან ერთი ძალის წარმომადგენელებმა სხვადასხვა საკითხზე იკამათეს.
რეალურად კი, ეს ხელოვნურეად დადგმული დებატი იყო და დისკუსიას სიცხადე არ
შეუტანია იმაში, თუ რომელი კანდიდატი რას აპირებს. ივანიშვილი “ნაციონალური
მოძრაობის” ლიდერს ნამდვილ დებატებში იწვევდა“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
Internet.ge