ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას
პაეტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ
ვაშაძეს შეხვდა.
როგორც
შეხვედრის შემდეგ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.
მისივე
თქმით, აუცილებელია არჩევნებში ყველა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი
არჩევანი დააფიქსიროს.
„ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს იქიდან
გამომდინარე, რა არის
კარგი საქართველოსა და მისი მომავლისთვის“,- განაცხადა ურმას
პაეტმა.
Internet.ge