„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, დავით გამყრელიძის შეფასებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებებსა და მკაცრ კონტროლზე დამოკიდებულია არჩევნების სამართლიანად ჩატარება და საზოგადოებაში არჩევენებისადმი ნდობის ამაღლება.
როგორც
ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამყრელიძემ
განუცხადა, ისეთ გავლენიან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, როგორებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო არიან, დამოკიდებულია რამდენად მაღალი იქნება 1-ელ ოქტომბერს ამომრჩევლის აქტივობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე რეაგირება იმ დარღვევებსა და ძალადობის იმ ფაქტებზე, რასაც ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში აქვს ადგილი“, - აცხადებს გამყრელიძე.
internet.ge