კანდელაკი: ლუკაშევიჩის განცხადება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის უხეში მცდელობაა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კარლ ბილდტის პოზიციასთან
დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის წევრმა გიორგი
კანდელაკმა აღნიშნა, ლუკაშევიჩს განცხადება საქართელოში მიმდინარე პროცესებში
ჩარევის უხეში მცდელობაა.
„ცივილიზებული სამყაროსთვის, სასურველია, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, რომლის შედეგებსაც აღიარებს ყველა პარტია და პოლიტიკურ კონკურენციას აგრძელებს პარლამენტის კედლებში ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. ამ განცხადებით კი, რუსეთი, რომლის პრეზიდენტი ღიად ოცნებობს იმპერიის აღდგენაზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ მისთვის სასურველია არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად ქუჩის ქცევა, რაც შეაფერხებს ამ ქვეყნის განვითარებასა და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სამწუხაროა, რომ რუსეთის იდეებს საქართველოში „ქართული ოცნების“
სახით დასაყრდენი ყავს. რუსეთის რიტორიკა სრულ თანხვედრაშია კოლიციის მიერ
გაკეთებულ განცხადებებთან “,- აღნიშნა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს,
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა. ლუკაშევიჩი
აცხადებს, რომ ბილდტს განმარტებებს მოსკოვში ვიზიტის დროს მოსთხოვენ. შვედეთის
საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი, საქართველოში ოპოზიციის ერთი ნაწილის განწყობას,
არჩევნებთან დაკავშირებით, უცნაურს უწოდებს.
Internet.ge