აშშ-ის ელჩი და კიდეც
სამი ამერიკელი დიპლომატია მოკლული ლიბიაში, აშშ-ის საკონსულოს შენობაზე წუხანდელი
თავდასხმის შედეგად.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპული იყო მხოლოდ ერთი პირი, რომლის
ვინაობაც არ ზუსტდებოდა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულთა შორისაა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიბიაში
კრისტოფერ სტივენსი.
საელჩოზე იერიში შეიარაღებულმა ისლამისტებმა მიიტანეს. შენობას ჯერ ნაღმმტყორცნები ესროლეს, რის შემდეგაც ხანზარი გაჩნდა.
აგრესია 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში საჩვენებლად
დაანონსებულ სატელევიზიო ფილმს მოყვა, რომელიც ისლამისტთა აზრით წინასწარმეტყველ
მუჰამედს შეურაცხყოფს.
ამის გამო ხალხმრავალი დემონსტრაცია მოეწყო კაიროშიც, - ასევე აშშ-ის საელჩოსთან,
სადაც აგრეისულად განწყობილ ადამიანთა ჯგუფები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
internet.ge