ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ლიბიაში აშშ-ის
საელჩოზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „ამერიკის
შეერთებული შტატები გააგრძელებს ლიბიის ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან
მუშაობას. მაგრამ, იმ პირობით, თუ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე პასუხს
აგებენ.“
„ჩემს თავს ვეკითხები,
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ თავისუფლების
მოპოვებაში ვეხმარებით. თუმცა, ეს იყო პატარა ველური ჯგუფი და არა ლიბიის
ხელიფულება და მთლიანი მოსახლეობა“, – დასძინა ჰილარი კლინტონმა.
სახელმწიფო მდივანმა
თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ლიბიაში მომხდარი ინციდენტი სამწუხაროა, თუმცა,
ამან ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი გმირები შემატა. „სტივენსმა ტირანიასთან
ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირა,“ – განაცხადა მან.
Internet.ge