გერმანული კვლევითი ცენტრი
"forsa",
რომელმაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე
ჩატარებული
კვლევის
შედეგები
გამოქვყენა და რომლის მიხედვითაც
გამოკითხულთა
უმრავლესობა
„ქართულ
ოცნებასა“
და
ბიძინა
ივანიშვილს
უჭერს
მხარს, მონაცემებით მანიპულირებაშია ბრალდებული.
ვიკიპედიას მონაცემების თანახმად, რომელსაც ინტერნეტ-პორტალი "პრესა.ჯი" აქვეყნებს, 2003
წელს
"forsa"-მ უმაღლესი
განათლების
სწავლის
საფასურის
შესახებ
საზოგადოებრივი
აზრის
კვლევა
ჩაატარა,
რომელიც
კოლეჯების
განვითარების
ცენტრმა
დაუკვეთა.
მონაცემების
მიხედვით,
სტუდენტებისა
(59%) და მოსახლეობის (67%) უმრავლესობა ეთანხმებოდა უმაღლესი განათლების სწავლის საფასურის გადახდას, თუ ამ საფასურის დაფარვა მათ სესხების საშუალებით შეეძლებოდათ.
კოლეჯების განვითარების ცენტრმა ეს შედეგები
თავის
პრესრელიზშიც
გამოაქვეყნა
და მოქალაქეების
„უმრავლესობის“
პოზიცია
საზოგადოებას
მედიის
საშუალებით
აცნობა.
თუმცა, მოგვიანებით, ცენტრის პრესსპიკერმა არაპირდაპირ დაადასტურა, რომ რესპონდენტებს
საფასურის
გადახდის
სამ მოდელს შორის უნდა გაეკეთებინათ
არჩევანი
და მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთქვათ უარი ამ გადასახადებზე.
რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსახლეობა სწავლის საფასურის გადახდაზე კი არ აცხადებდა თანხმობას, როგორც ეს კვლევის შედეგებში ეწერა, არამედ არჩევანს აკეთებდა სამ მოდელს შორის.
2007 წელს "forsa"-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ბრალდება გაჩნდა. ორგანიზაციამ
ჯანმრთელობის
კერძო
დაზღვევის
შესახებ
კვლევა
ჩაატარა,
რომლის
შედეგების
გამოქვეყნების
შემდეგ
ის ისევ დაადანაშაულეს
სხვადასხვა
მანიპულაციის
ჩატარებაში.
"forsa"-ს სახელი უკავშირდება 2009 წელს გერმანიაში მომხდარ სარკინიგზო სკანდალსაც. კვლევითმა ორგანიზაციამ
მონაცემები
გერმანიის
ეროვნული
სარკინიგზო
კომპანიის
(Deutsche Bahn) სასარგებლოდ
გააყალბა.
მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა
უმრავლესობა
არ ეთანხმებოდა მატარებლის მძღოლების პროტესტს და ეთანხმებოდა რკინიგზის პრივატიზებას,
რომელიც
სინამდვილეში,
სწორედ
გერმანიის
ეროვნული
სარკინიგზო
კომპანიის
მიერ
იყო დაარსებული.
შეგახსენებთ,
რომ კვლევითმა ცენტრმა "forsa"-მ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვყენა, რომლის მიხედვით, შერჩევით გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა
ივანიშვილს უჭერს მხარს.
გარდა ამისა,
"forsa" ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვებას 52 პროცენტი მიესალმება. 20 პროცენტი კი კოალიციის გამარჯვებას უარყოფითად აფასებს.
28 % შეკითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.
კვლევითი ცენტრ
"forsa"-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა უმეტესობა 49% მხარს
"ქართულ ოცნებას" დაუჭერდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 43%.
Internet.ge