„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის
კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი და გიგი უგულავა გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ
ამომრჩევლებს წინასაარეჩნო კამპანია გააცნეს და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
უგულავამ და ხაჩირიშვილმა, სადაზღვეო პროგრამაზე, დასაქმებაზე და
გლდანში დაწყებულ სამუშაოებზე გაამხავილეს ყურადღება.
გიგი უგულავას განცხადებით, გლდანი უნდა იყოს მარგალიტი, არა მარტო
თბილისში, არამედ მთელ საქრთველოში. უგულავამ სიტყვის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ
ხაჩირიშვილს წარმატება და გამარჯვება უსურვა.
Internet.ge