ამერიკელი დიპლომატრები
ლიბიაში იმიტომ დაიღუპნენ, რომ როგორც ჩანს, აშშ-ის დიპლომატიური
წარმომადგენლობების უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზებია. ამის შესახებ გაზეთი The
Independent წერს.
გამოცემა დიპლომატებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 48 საათით ადრე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა ინფორმაცია საელჩოებზე მოსალოდნელი
სავარაუდო თავდასხმების შესახებ, მაგრამ არ გააფრთხილა დიპლომატები - წერს
ჟურნალისტი კიმ სენგუპტა.
გაზეთი კიდევ ერთი ფაქტის შესახებ წერს, თიოთქოსდა, საიდუმლო ბინა, სადაც თავდასხმის
მერე დიპლომატებმა შეაფარეს თავი, ასევე დაცხრილეს, საკონსულოს შენობიდან კი
საიდუმლო დოკუმენტები გაქრა.
„სპეცსამსახურების წყაროები ამტკიცებენ, რომ საკონსულო შემოწმდა და ის მზად იყო
ძალადობის ნებისმიერი გამოვლიენებისათვის 11 სექტემბერთან დაკავშირებით. რეალურად
კი, განრისხანებული ბრბო მის ტერიტორიაზე შტურმის დაწყებიდან 15 წუთში შეიჭრა,“ -
ნათქვამია სტატიაში.
„მცველები გაიფანტნენ და ავტომატიანმა ახალგაზრდებმა იგდეს ხელთ
სიტუაცია,“ - ამბობს საკონსულოს სიახლოვეს მცხოვრები ალი ფეტორი.
internet.ge