რუსეთის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. დუმა დღეს ოპოზიციონერი დეპუტატის,
„სპრავედლივაია როსიას“ წევრის გენადი გუდკოვისათვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის
ჩამორთმევის საკითხს განიხილავს.
ომონის წევრები შენობასთან ავტობუსებით მიიყვანეს, ირგვლივ კი სამართალდამცველები
პატრულირებენ.
გუდკოვი ამბობს, რომ სხდომაზე „საბრძოლო შემართებით“ მიდის. „დღეს ვიბრძოლებთ“ -
განაცხადა მან.
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ხელშეუხებლობის შეჩერების მოთხოვნა დუმას გენერალურმა
პროკურორმა იური ცაიკამ გაუგზავნა. ამის მიზეზი საგამოძიებო კომიტეტის მიერ
ჩატარებული გამოძიების შედეგებია, რომლითაც გაირკვა, რომ გუდკოვი პარლამენტარობის პერიოდში ბიზნესით იყო დაკავებული.
თავად დეპუტატი მიმდინარე პროცესს პოლიტიკური
ხასიათის დევნის კვალიფიკაციას აძლევს.
internet.ge