სააკაშვილი: ჩვენი მტერი არა რომელიმე პარტია, არამედ გაჭირვება და უმუშევრობა, რომელსაც აუცილებლად დავამარცხებთ
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის
მტერი არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან ქვეყანაა, არამედ გაჭირვება, უმუშევრობა
და უპერსპექტივობა.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს, წყალტუბოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, არსებული პრობლემები აუცილებლად მოგვარდება,
რისთვისაც ყველაფერს გააკეთებენ.
„ჩვენი მტერი არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან რომელიმე ქვეყანაა,
არამედ ჩვენი მტერი არის გაჭირვება, უმუშევრობა, უპერსპექტივობა და ამ მტერზე ჩვენ
აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველა ქვეყანასთან გვინდა კარგად ვიყოთ. ჩვენ
ვაშენებთ პორტ ლაზიკას, რომელზეც ვიღაცეებმა თქვეს, რომ ეს ჩემი მორიგი ახირება
იყო, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ყველაზე ღრმა კანიონი რუმინული კონსტანცას გარდა
შავ ზღვაზე არის სწორედ ტულევსა და
ანაკლიას შორის“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ქვეყნის აღმშენებლობა გაგრძელდება და
ყველა ერთად გაიმარჯვებს.
internet.ge