GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავამ მოსახლეობას მმართველი გუნდის მიერ შედგენილი სამუშაო კალენდარი გააცნო
11:32 15.09.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერის, გიგი უგულავას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ანდრია ურუშაძის დიდ დიღომში მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარი თემა დასაქმება და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა იყო.

როგორც უგულავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე მმართველი გუნდის მთავარი საზრუნავი უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება.

„ჩვენ ერთად შევძელით დაგვემარცხებინა კორუფცია, შევძელით სუფთა საზოგადოების ჩამოყალიბება, მაგრამ ამის მიუხედავად მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება. სწორედ ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა ხელშეკრულება დაუდოს თითოეულ თქვენგანს, სადაც დეტალურად აღწერილია ის პროექტები, რომელთა გადაწყვეტა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოგვიწევს, ეს არის უმუშევრობის დაძლევა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სხვ.  ჩვენ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების ვადებსაც გთავაზობთ. თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობა გეძლევათ გადაამოწმოთ, შესრულდა თუ არა ესა თუ ის დაპირება დროულად და აკონტროლოთ ხელისუფლება“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

თავის მხრივ მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძლიერი ჯანდაცვა სჭირდება.

ანდრია ურუშაძის განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად უნდა იგრძნოს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი 4 წლის შემდეგ უფრო ლამაზი,  კეთილმოწყობილი გახდეს  და რაც მთავარია მოქალაქეებს სამსახურის მოძიებაში დავეხმაროთ“,- განაცხადა ურუძაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო კალენდარს მოსახლეობა მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)3
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს4
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X