„კრემლი განსხვავებულ
პოლიტიკურ აზრს არბევს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC.
დენიელ სენდროფის სტატიაში
საუბარია, რომ რუსეთის პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ოპონენტის
პარლამენტიდან გაძევებას. გენადი გუდკოვს საეჭვო ბიზნეს ურთიერთობებში სდებენ ბრალს.
გენადი გუდკოვი,
რომელიც პოლიტიკური კორუფციის წინაღმდეგ ზამთარში გამართულ საპროტესტო აქციებს
შეუერთდა, წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და მას ფარსს უწოდებს.
„ანალიტიკოსების
განცხადებით, პარლამენტში გუდკოვის წინააღმდეგ ხმის მიცემა განსხვავებული აზრის
დარბევის კლასიკური მაგალითია“, – წერს BBC-ის რეპორტიორი
მოსკოვიდან, დანიელ სანდფორდი.
internet.ge