„ლეიბორისტული პარტია“ 26 სექტემბერს პარტიულ ყრილობას სპორტის
სასახლეში გამართავს. როგორც შალვა ნათელაშვილისა და პოლიტსაბჭოს მიმართვაშია
ნათქვამი, შეკრება დღის სამ საათზე გაიმართება.
„მივმართავთ საზოგადოების ოქროს ნაწილს, ვინც ვერ დააშინეს, ვინც ვერ იყიდეს,
ვისთვისაც
ეროვნულობა
და სოციალური სამართლიანობა ძვირფასია, შევიკრიბოთ 26 სექტემბერს, 3 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში – მომავლის ყრილობაზე!
ეს
იქნება უღალატო ლაშქრის შეკრება, სადაც გაცხადება ქართველი ხალხის ბრძოლისა და გამარჯვების
ეროვნული გეგმა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge