კოალიცია
"ქართული
ოცნების"
საგარეჯოს
მაჟორიტარი
დეპუტატობის
კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა სოფელ
კაკაბეთის მოსახლეობას დღეს კოალიციის კონკრეტული გეგმები
და პრიორიტეტები გააცნო.
ხიდაშელის განმარტებით, სოფელ კაკაბეთში მოსახლეობას ბუნებრივი სტიქიით მიყენებული ზარალი აწუხებს. ამასთან, სოფელში კვლავ
პრობლემად რჩება წყლის მიწოდება და საჯარო სკოლა.
თინათინ
ხიდაშელი მოსახლეობას გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშილის მიერ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გამაყოფილი 80 მილიონი ლარის განაწილებას და დახმარების პირობის შესრულებას დაპირდა.
internet.ge