კოალიციის ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11 ქალაქში
გამართულ ყრილობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართული
ოცნების“ მხარდამჭერები იძულებით მიიყვანა შეკრებაზე.
„მათმა ყრილობამ ნათლად გვაჩვენა რეალურად რამდენი ადამიანი უჭერს
სააკაშვილს მხარს. 150 000 მეტი კაცი ვერ გამოიყვანეს თითო კუნჭულისგან. კახეთის
ყრილობაზე მისული ადამიანებისგან ნახევარი ჩვენი მხარდამჭერი იყო. ისინი მეორე დღეს
ჩვენს აქციას ესწრებოდნენ, სწოდედ მათგან გავიგეთ ეს ინფორმაცია.
სპორტის სასახლეში კი გიგი უგულავას ისტერიკა იმის მაჩვენებელია, რომ
მათ არჩევნები წაგებული აქვთ. წავიდა მაგათი დრო, უგულავა გახდა მაგალითი თუ როგორ
არ უნდა იქცეოდეს მამაკაცი“,- განაცხადა ივანიშვილმა.
‘’ნაციონალური მოძრაობა" ყრილობაზე ხალხს კეტებით
ერეკებოდა, - დასძინა კოალიციის ლიდერმა.
Internet.ge