სააკაშვილი: იმედია, აქ შეკრებილი პოლიტიკოსები იზიარებენ იმ ხედვას, რომ ქვეყანა მტერს არ ჩავაბაროთ
საქარველოსპრეზიდენტი ბაგტარის ტაძარში
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერის გაერთიანების
იდეა ყველა სუბიექტის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეიძლება მათ განსხვავებული
პოლიტიკური შეხედულება ქონდეთ, მაგრამ წინა პლანზე ერის ერთიანობა უნდა გამოიტანონ.
„იმედია, აქ შეკრებილი ოპოლიტიკური პარტიების ლიდერები იზიარებენ
იმ ხედვას, რომ ქვეყანა მტერს არ ჩავაბაროთ. პიროვნული პაექტობა ქვეყნის ინტერესებზე
მაღლა არ დავაყენოთ“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება მხოლოდ
ერთად დგომითაა შესაძლებელი.
„როგორც დღეს, ყველანი ერთად, ერთამანეთის მხარში დავდგებით და ლოცვას თუ აღვავლენთ სამშობლოსთვის, ძლიერი საქართველო აუცილებლად აღდგება“,–
დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
Internet.ge