GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი: ხელმოცარული პოლიტიკოსი არ ვარ, თუმცა პოლიტიკაში და ჩემს გუნდშიც შეიძლება იყვნენ ხელმოცარული ადამიანები
20:17 16.09.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორ წელიწადში პოლიტიკიდან წავა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ სტუმრობისას განაცხადა, ის მთავრობაში საიმედო გუნდს დატოვებს.

„შეიძლება წელიწად ნახევარშიც წავიდე პოკლიტიკიდან, მთავარია კონსტიტუცია მოვიყვანო ჭკუაზე, აღვადგინო სამართლიანობა, შემდეგ კი ყველაფერი დალაგდება. მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი და გავაკონტროლებ ჩემს გუნდს. გადავალ ყველაზე ხიფათიან და რთულ სფეროში. ვიქნები საზოგადოების აქტიური  წევრი. საზოგადოებისა, რომელიც კონტროლს გაუწევს არჩეულ ხელისუფლებას“,– აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარლამენტს მიღმა დარჩება ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს.

„ერთჯერადად დავეხმარები ოპოზიციას, რომ ჯანსაღი კონკურენცია აღდგეს. უნდა ვისწავლოთ, რომ ოპოზიცია საჭიროა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის“,– განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

ბიძინა ივანიშვილიმა მისი პოლიტიკური გუნდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური გამოუცდელობის მიუხედავად, ის კარგი მენეჯერია და საიმედო გუნდს შექმნის.

„მე ხელმოცარული პოლიტიკოსი არ ვარ, თუმცა პოლიტიკაში და ჩემს გუნდშიც შეიძლება იყვნენ ხელოცარული ადამიანები. მენეჯმენტს რაც შეეხება, 10 წელია რუსეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბიზნესი ამ ქვეყანაში ისე მქონდა აწყობილი, რომ კომპანიაში მისვლა არ მჭირდებოდა. იგივეს ვაპირებ პოლიტიკიდან წავლის შემდეგ. პრეცედენტს შევქმნი რომ კარგი ბიზნესმენი კარგი პოლიტიკოსი იქნება“,– დასძინა ივანიშვილმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიწისძვრა დმანისში1
შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი2
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს3
დიმიტრი შაშკინი: არ მჯერა რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს ამ კურსს4
სულხან მოლაშვილის ძმის ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X