5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს
საქართველოში
ვიზიტად მყოფი რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს
საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღიარებული შედეგების ცნობისკენ მოუწოდებენ.
აღნიშნული განცხადება 5 ქვეყნის საგარეო
საქმეთა მინისტრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის
შემდეგ გააკეთეს.
მათი თქმით, საქართველოს წინსვლა იმედის
მომცემია, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი არჩევნები ჩატარდება.
„ეს ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებით
დაინტერესებულნი არიან, მათ ისევე აინტერესებთ საქართველო, როგორც ჩვენ ნატო და
ევროკავშირი“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიოს აჟუბალისის განცხადებით,
საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
„დასაფასებელია ის მისწრაფებები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს
ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის“,- განაცხადა უცხოელმა დიპლომატმა.
ჟურნალისტები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე
დაგეგმილი წრთვნების შესახებ უცხოელი დიპლომატების პოზიციითაც დაინტერესდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, სამხედრო წრთვნები „კავკასია
2012“ რეგიონს კარგს არაფერს მოუტანს.
მათი განცხადებით, რეგიონში სიტუაციის შესაძლო ესკალაციაზე პასუხისმგებლობა
რუსეთს დაეკისრება.
Internet.ge