საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, აკაკი მინაშვილის მოსაზრებით,
რუსეთის სამხედრო წრთვნების – „კავკასია 2012“-ის სექტემბრის მეორე ნახევაში ჩატარების ფაქტი, გარკვეულ კითხვებს ბადებს.
როგორც ჟურნალისტებს
მინაშვილმა განუცხადა, ამ წრთვნებს, ქართული მხარე ყურადღებას აქცევს და ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დასავლელ პარტნიორებს აწვდის.
„პირველ რიგში, ფაქტი, რომ აღნიშნული სამხედრო წრთვნები პირველად სექტემბრის მეორე ნახევაში ტარდება, მაშინ, როცა ის ყოველთვის ივლისში იმართებოდა, გარკვეულ კითხვებს ბადებს. კითხვები ჩნდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენ ვნახეთ ნატოს გენერალური მდივნისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, რომ ეს წრთვნები არის შემაშფოთებელი. ძალიან რთულია დაუჯერო რუსეთის ფედერაციის ხემძღვანელობას და მათ განცხადებებს. ჩვენ მასთან ურთიერთობის დიდი ისტორია გვაქვს და მათი საანდოობა ძალიან დაბალია“, –
დასძინა მინაშვილმა.
internet.ge