ლიტვის,
ბულგარეთის,
ლატვიის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთობლივი ვიზიტით საქართველოში
იმყოფებიან.
ვიზიტის
ფარგლებში,
აუდრონიუს
აჟუბალისმა,
ნიკოლაი მლადენოვმა, ედგარს რინკევიჩსმა, ტიტუს კორლატეანმა და კარელ შვარცენბერგმა შეხვედრა გამართეს საქართველოს
პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან
დავით ბაქრაძესთან.
ასევე შეხვედრები გაიმართა ოპოზიციურ
სუბიექტებთანაც, მათ შორის ქართული ოცნების თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს საგარეო საქმეთა
მინისტრები ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას შეხვდებიან.
Internet.ge