ტუღუში: ასოციაციაა ეს და თანხა შემოდის...
გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქმა ივანიშვილმა, „თავისუფალი პრესის მხარდამჭერ ასოციაციას“ მილიონი მისცა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ასოციაციის წარმომადგენელი, ლაშა ტუღუში. მისი თქმით, მას ივანიშვილისგან „თეთრიც არ აუღია“. „რაც შეეხება ანგარიშებს, ასოციაციაა ეს და თანხა შემოდის“, - აცხადებს ბატონი ტუღუში.
- ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალი პრესის მხარდამჭერ ასოციაციას“ მილიონი გადაურიცხა, ადასტურებთ ამ ფაქტს?
ლაშა ტუღუში: სხვა ასოციაციაში გეშლება, ჩემო კარგო, ჩემთვის არავის არაფერი გადმოურიცხავს.
- „სხვა ასოციაციაში“ „თავისუფალი პრესის გამავრცელებელ ორგანიზაციასა“ და მის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ჯიქიას გულისხმობთ?
- რაღაც გეშლებათ ან გინდათ რომ შეგეშალოთ... ბიძინა ივანიშვილისგან თეთრი არ მიმიღია, რაც შეეხება ანგარიშებს, ასოციაციაა ეს და თანხა შემოდის. გადაეცით ვანოს დიდი მოკითხვა!!!“.
ბატონი ტუღუშის ბოლო ფრაზამ (გადაეცით ვანოს დიდი მოკითხვა) ზოგიერთი დეტალი გაგვახსენა.
მაგალითად ის, რომ ბატონი ტუღუში, შევარდნაძის ხელისუფლების დროს სარფიანად უთავსებდა ერთმანეთს დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორობასა და სახელმწიფო სამსახურის - ნავთობკომპანიის თანამშრომლობას, ნავთობკორპორაციის მაშინდელი პრეზიდენტის, გია ჭანტურიას წყალობით.
კიდევ ბევრი დეტალის გახსენება შეგვიძლია, თუმცა, ამაზე სხვა დროს.
Internet.ge