ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მერიიდან 22 სექტემბერს აქციის გამართვის სანქცია მიიღო
ზუგდიდის მერიამ საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ აქციის ცენტრალურ მოედანზე გამართვის უფლება
ოფიციალურად მისცა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ზუგდიდის მერიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს.
ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ რიგით მეთერთმეტე აქცია ზუგდიდში 22 სექტემბერს
16:00 საათზე
დაიწყება.
კოალიციის პრესცენტრის ცნობით, სხვა აქციების მსგავსად ზუგდიდშიც მთავარი გამომსვლელი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
Internet.ge