GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საარჩევნო სიის პირველმა ნომრებმა სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით პარტიების ხედვები წარადგინეს
20:29 18.09.2012
დღის სიახლეები
კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის დებატები, პროექტ „დებატები - 2012“-ის ფარგლებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში  ამ წუთებში მიმდინარეობს.

წინასწარ  განსაზღვრული რეგლამენტით დღეს დებატებში მონაწილეობას 4 სუბიექტი იღებს  „ქდმ“–ს ლიდერი გიორგი თარგამაძე, „ნაციოლალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე, „ლეიბოტისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი კახი კალაძე პასუხობენ პირველ კითხვას, რომელიც გულისხმობს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ხედვას, სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ პოლიტიკოსების ენერგია შიდა პოლიტიკურ ბატალიებში დაიხარჯოს.

„რეგიონში რთული ვითარებაა, რომელიც კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ჩრდილოეთით წრთვნები მიმდინარეობს, ხოლო ირანთან დაძაბულობაა. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ შიდა პოლიტიკურ ბატალიებში ჩვენი ენერგია დავხარჯოთ. საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელიც ჩვენს ნდობას იმსახურებს. ეს არჩევნები  საფუძველს ჩაუყრის ახალ მთავრობას, რომელმაც უნდა მოაგვაროს პრობლემები“, - განაცხადა თარგამაძემ. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა ლაზიკას“ მშენებლობას ფულის ჭაობში გადახდა უწოდა. 

თარგამაძემ ამომრჩეველს მოუწოდა, რომ თავის ბიუჯეტი თვითონვე განკარგოს. ლიდერი პირობას დებს რომ ელექტროენერგია უფასო იქნება. 

დავით ბაქრაძის განცხადებით, კი მმართველი გუნდი უკან დაბრუნებას არ დაუშვებს. 

„ჩვენი მთავრი გამოწვევა უმუშევრობაა, მას ისევე დავამარცხებთ როგორც კრიმინალს. 4 წლის მანძილზე შეიქმნება   8 000 სამუშაო ადგილი.  სოფელში 500 საწარმო გაიხსნება, სადაც  გლეხი დასაქმდება. ამასთან, 18 დღის წინ მოხდა 1 მილიონი ადამიანის დაზღვევა, ამაყი ვარ რომ პენსიონერი სრულიად იღებს უფასო ჯანდაცვას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ მისი თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში 6 მილიარდი გამოიყოფა პენსიის ზრდისთვის.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს, ის პენიდენციალურ სისტემაში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა. ლიდერმა ბაქრაძეს მოსთხოვა დამატებითი ინფორმაცია მე-8 საპრყობილეში მომხდარ ინცინდენტზე. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა კი მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ფულის ფლანგვაში დაადანაშაულა. 
„ივანიშვილმა 165 მილიონი პიკასოს ნამუშევარში, მახინჯი ქალის შეძენაში გადაიხადა, რაც შეიძლებოდა ელიავას მუშებს მოხმარებოდა. სააკაშვილმა 8 წლის განმავლობაში იმდენი იფრინა, რომ დახარჯული თანხით ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლებოდა“,– აღნიშნა ნათელაშვილმა. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეროვნული თავდაცვის აკადემიას კესტუტის იანკაუსკასი ესტუმრა1
ჭიაბერაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მედიკოსებს სერტიფიკატები გადასცა2
ზესტაფონის გამგებლად კახა გეწაძის დამტკიცებას საკრებულოში ხმაური მოჰყვა3
პუტინს იმედი აქვს, რომ ცხინვალი თბილისთან ურთიერთობებს დაალაგებს4
ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე ოჯახთან ერთად მივიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X