"ისინი, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ ეს არ დაეშვათ, თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნებიან, ხოლო ის ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, მე გაძლევთ სიტყვას, რომ მრავალ წელს გაატარებს ციხეში,"- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალის შესახებ გააკეთა.
როგორც მან საგანგებო ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, იმ კადრების ხილვის შემდეგ, რაც ტელევიზიით გავრცელდა, ძალიან გაბრაზებული და სულით-ხორცამდე შეძრულია. გლდანის ციხეში მომხდარს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ განხორციელებული შემზარავი აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ "ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია,
უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს."