ირაკლი ბათიაშვილი: კალმახელიძის გათავისუფლება პატიმრების წამების ფაქტებს არ შველის
„სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ წევრის, ირაკლი ბათიაშვილის
შეფასებით, ის რაც საპატიმროებში ხდება ქართული საზოგადოების პასიურობის ბრალია.
როგორც ჟურნალისტებს ბათიაშვილმა განუცხადა, საერთაშორისო საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილს თავზე ხელს უსვმს და ამან ის შედეგი გამოიტანა, რაც დღეს ქვეყანაში
არსებობს.
მისი თქმით, პატიმრები ჯოჯოხეთურ ყოფაში უკვე წლებია იმყოფებიან და ის, რაც ამჟამად ხდება, ხელისუფლების პოლიტიკის
შედეგია.
ბათიაშვილის მოსაზრებით, კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება
პატიმრების წამების ფაქტებს არ შველის.
internet.ge