გლდანის
მერვე საპყრობილეში მომხდართან დაკავშირებით, “ლეიბორისრული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სააკაშვილსა და ივანიშვილს დააკისრა.
”ამ
შემზარავ მოვლენებს ჰყავს ორი შემოქმედი, სააკაშვილი და ივანიშვილი, ეს არის მათი წინასაარჩევნო ავანტიურა. რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, ამის თაობაზე “ლეიბორისტული პარტია” დიდი
ხანია საუბრობს. 2010 წელს პარტიის მიერ ჰააგაში შეტანილ სარჩელშიც არის წარმოდგენილი ფაქტები, ციხეებში პატიმრების წამებასა და ძალადობაზე.
მთელმა
ქვეყანამ იცის, რომ ციხეებში არის უსამართლობა, პატიმრების წამება, ცემა, შეურაცხყოფა, ზეწოლა. ჰააგის სასამართლომ ჩვენი სარჩელის საფუძველეზე უკვე დაიწყო მასალების გამოძიება. სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთად უნდა აგონ პასუხი მომხდარ საშინელებაზე. ივანიშვილმა დიდხანს დამალა ეს ფაქტები, და მაშინ, როდესაც შალვა ნათელაშვილთან წააგო დებატები, გამოიტანა ეს სისაძაგლე, რათა საზოგადოების ყურადღება მთლიანად გადაეტანა სხვა მოვლენაზე. ეს ივანიშვილმა შეგნებულად გააკეთა და ამ ფაქტების დამალვის გამო, მან პასუხი უნდა აგოს, ისევე როგორ მისმა მოკავშირე სააკაშვილმა”. – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის
განცხადებით,
ხელისუფლებაში
ლეიბორისტების
მოსვლის შემდეგ გადაიხედება ყველა საქმე, რის საფუძველზეც პასუხისგებაში მიეცემა ყველა დამნაშავე და მოძალადე.
internet.ge