საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას პატიმრების
წამების ფაქტებთან დაკავშირებით და შემდგომ განხორციელებულ ღონისძიებებზე სრული
ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო
თათბირზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ბევრი სხვა საფრთხე აქვს და უახლოეს
დღეებში საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
„საქართველოს ამის პარალელურად ბევრი სხვა საფრთხე აქვს, მათ შორის
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულების მხრიდან. ჩვენ ესეც უნდა ვუთხრათ
საზოგადოებას, მათ შორის ის შედეგებიც, რაც უცხო ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
თანამშრომლობით გვაქვს.
ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაცნოთ საზოგადოებას, რომ იცოდნენ აქ რა
თამაში მიდის, რისი მცდელობები არის და იქნება. ჩვენ ამისი ნაკლებად გვეშინია,
მაგრამ ყველაზე მოულოდნელი იყო ის, რაც ქვეყნის შიგნით მოხდა“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
internet.ge