ჟენევის მოლაპარაკებათა 19-ე რაუნდის შედეგების თაობაზე
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენცია ჩაატარა. ვიაჩესლავ ჩირიკბას, როგორც ირკვევა,
ევროკავშირის თანათავმჯდომარის პოზიცია არ მოსწონს. კერძოდ, ჩირიკბა უკმაყოფილოა
იმით, რომ გალის რაიონში „ბოლოდროინდელ გახშირებულ მკვლელობებთან და ადამიანურ
მსხვერპლთან დაკავშირებით,“ გენერალმა ანჯეი ტიშკევიჩმა დიდი შეშფოთება არ
გამოთქვა.
„ამის ფონზე არაადექვატური პოზიცია დაიკავა ევროკავშირის
სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, პოლონელმა გენერალმა ანჯეი
ტიშკევიჩმა. თავის დეტალურ მიმოხილვაში უსართხოებასთან დაკავშირებით, მან
მოახერხა, არცერთი სიტყვა არ ეხსენებინა რიგ მკვლელობებზე გალის რაიონში, რომლებიც
აფხაზური მხარის კვალიფიკაციით ქართული სპეცსამსახურების მოქმედებების შედეგია.
გენერალმა აღნიშნა, რომ მან შეგნებულად არ ისაუბრა მკვლელობებზე და განაცხადა, რომ
მისი პოზიცია შეიძლება იმ შემთხვევაში შეიცვალოს,
თუკი ევროკავშირის მისია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მონიტორიგისთვის
იქნება დაშვებული,“ - განაცხადა განაწყენებულმა ჩირიკბამ.
ანჯეი ტიშკევიჩის პოზიციაზე რუსეთიც აღშფოთებულა, რომელიც
ასევე ითხოვს, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ცალსახად უარყოფითი შეფასება
მისცეს ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებიც არც თავად უნახავს და არც სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს. ტიშკევიჩის
მოთხოვნას მონიტორინგისათვის მისიის აფხაზეთის ტერიტორიაზე
დაშვების შესახებ კი სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა „შანტაჟი“ უწოდეს.
Internet.ge